ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე მასირებული შეტევა იყო რუსული რაკეტებით და დრონებით

კიევზე მასირებული შეტევა იყო რუსული რაკეტებით და დრონებით

რუსეთის ჯარებმა ბალისტიკური რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 14 ნოემბერს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
კიევის სხვადასხვა რაიონში დაზიანებული და დამწვარია ათზე მეტი მრავალბინიანი სახლი და ადმინისტრაციული შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაზიანებულია თბომაგისტრალის არაერთი მონაკვეთიც, რის გამოც სახლების ნაწილს გათბობით მომარაგება შეუწყდა.
რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა კიევის ოლქში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. კიევის ოლქის ბუჩის, ვიშგოროდის, ფასტოვის, ბელოცერკოვსკის და ობუხოვის რაიონებში დაზიანებული და დამწვარია სახლები და სასაწყობე შენობები.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.