ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს

მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 14 ნოემბერს, დილით ადრე გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სოტუაციების სამსახურმა. მისივე ცნობით, მაშველებმა დაზიანებული სახლების ბინებში ჩარჩენილი 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
მასირებულ შეტევას მრავალსართულიან სახლებში ბინების ნგრევა და ხანძრები მოჰყვა კიევის ექვს რაიონში. ხანძრები გაჩნდა ერთ-ერთი სკოლის, საავადმყოფოს და სპორტული ბაზის ტერიტორიებზეც.
კიევში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს კიევის ოლქსაც, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.