რუსული „ისკანდერის“ ნამსხვრევებმა კიევში დააზიანა აზერბაიჯანის საელჩოს შენობაც – ზელენსკი

კიევზე რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩოს შენობაც. ამის შესახებ დღეს, 14 ნოემბერს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი ინფორმაციით, შენობა რაკეტა „ისკანდერის“ ნამსხვრევებმა დააზიანა.
თავად საელჩოს, ან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებიათ.
კიევზე რუსეთის ჯარების შეტევისას აზერბაიჯანის საელჩოს შენობა 2025 წლის აგვისტოშიც დაზიანდა.
უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. 14 ნოემბრის დღის თორმეტი საათისთვის დადასტურებულია 4 ადამიანის სიკვდილი. დაშავებულია 29. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ორსული და ორი ბავშვი.
კიევის სხვადასხვა რაიონში დაზიანებული, ან ნაწილობრივ დანგრეულია ათეულობით სახლი და სხვა შენობები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეტევა საგანგებოდ იყო გათვლილი ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა ხალხისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ზელენსკიმ ევროპას და აშშ-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით დაეხმარონ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“