ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული

კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული

Les Transferts-ი Daily Mercato-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „კოლხეთის“ თავდამსხმელმა გიორგი აბუაშვილმა შეიძლება კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.
გამოცემის ცნობით, ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ სავარაუდოდ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს და მათ შორის ზურიკო დავითაშვილს გაასხვისებს (რენი და სტრასბურგი იწვევს), ძალიან არიან აბუაშვილით დაინტერესებული და კლუბის პრეზიდენტი ივან გაზიდისი მას დავითაშვილის შემცვლელად მოიაზრებს.
აღნიშნულია, რომ „სენტ-ეტიენი“ ეირიკ ჰორნელანდის ხელმძღვანელობით ლიგა 1-ში დაბრუნებას აპირებს, ამისათვის შემტევების დამატება სჭირდება და აბუაშვილის ტრანსფერი მინიმუმ 450 ათასი ევრო დაუჯდებათ, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ზურიკო შეიძლება 10 მილიონზე მეტად გაყიდონ, სავსებით მისაღები თანხაა.
სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.