ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?

ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოს“ შეხვდება. „პარიზიენის“ მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე წინა მატჩისგან განსხვავებით ორ ცვლილებას განახორციელებს - ნუნო მენდეშის და ჟუან ნევეშის ნაცვლად სასტარტოდან თამაშს ლიუკა ერნანდესი და უორენ ზაირ-ემერი დაიწყებენ.
უსმან დემბელე ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და როგორც ჩანს, ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ბრედლი ბარკოლა კი განაცხადში იქნება და შეიძლება შეცვლაზე შევიდეს.
„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, რამუში.
შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე“ 20 ივნისს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, პირველ ტურში პსჟ-მა „ატლეტიკოს“ 4:0, „ბოტაფოგომ“ კი „სიეტლ საუნდერსს“ 2:1 მოუგო.
მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.