ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიდევ ერთი ქართველი ბუნდესლიგაში - გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ ითამაშებს

კიდევ ერთი ქართველი ბუნდესლიგაში - გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას „ჰამბურგში“ განაგრძობს – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელი თავის მენეჯერთან, ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გერმანიაში მიემგზავრება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გერმანულ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა – „ჰამბურგს“ ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.
გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერი დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის, გასული სეზონი კი იჯარით დანიურ „კოპენჰაგენში“ გაატარა. „ჰამბურგმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გერმანიის მთავარ ლიგაში დაბრუნდა.
„ჰამბურგი“ ბუნდელიგის პირველი ტურის შეხვედრას 24 აგვისტოს სტუმრად მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩაატარებს. გიორგი გოჩოლეიშვილის გარდა, გერმანიის ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, რომელიც „ჰაიდენჰაიმის“ ღირსებას იცავს.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.