ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია. ინფორმაციას მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ის თანამებრძოლების სახიფათო ზონიდან გამოყვანას ცდილობდა. მიხეილ შედანია უკრაინის მოქალაქე და პოლკ „აზოვის“ მებრძოლი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ შედანიას საქართველოში ჩამოასვენებენ და აქ დაკრძალავენ.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.