ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტოპ-5 ლიგის გუნდებში ათი ქართველი ემზადება

ტოპ-5 ლიგის გუნდებში ათი ქართველი ემზადება

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას „ჰამბურგში“ განაგრძობს. ის მეათე მოთამაშე გახდა, რომელიც ახალ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ითამაშებს.
ეს რეკორდული ციფრია, რადგან ერთდრულად ათ ქართველ მოთამაშეს ევროპის საუკეთესო ლიგებში არ უთამაშიათ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი კლუბი „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში ხანგრძლივი პაუზის და ბრძოლის შემდეგ დაბრუნდა.
ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-შია, სამი მოთამაშეა იტალიის სერია A-ში, ორი – გერმანიის ბუნდესლიგაში, ერთი ინგლისის პრემიერლიგაში. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული რეკორდია.
ჯერ უცნობია, „კრემონეზეს“ ძირითად გუნდში დაწინაურებული 20 წლის ქართველი ტალანტი იტალიის სერია A-ს გუნდში დარჩება თუ იჯარით სხვაგან ითამაშებს. თუმცა, ტოპლიგებში 9 მოთამაშეც არასოდეს გვყოლია.
ქართველი ფეხბურთელები ტოპ-5 ლიგებში
საფრანგეთის ლიგა 1
ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ გიორგი მიქაუტაძე, ლიონი გიორგი წიტაიშვილი, მეცი გიგი აბუაშვილი, მეცი
იტალიის სერია A
საბა გოგლიჩიძე, უდინეზე საბა საზონოვი, ტორინო დაჩი ლორთქიფანიძე, კრემონეზე
გერმანიის ბუნდესლიგა
ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი გიორგი გოჩოლეიშვილი, ჰამბურგი
ინგლისის პრემიერლიგა
გიორგი მამარდაშვილი, ლივერპული

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.