კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა, – ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი  დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.

ის მერს დაცვის გარეშე ქუჩებში სიარულს და ხალხთან შეხვედრას სთავაზობს.

„70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში. ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება. თან თბილისელების რეალურ პრობლემებსაც გაგაცნობ. რაც შეეხება თქვენს ამბავს, თქვენი საქმე დამთავრებულია! მხოლოდ დროის საკითხია, როდის ჩამოშორდებით ამ ქვეყნის მართვას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის” გადაწყვეტილებაზე, რომ კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას შეხვდნენ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: „ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა დამართოდა ხალხს, ყველაფერი დამართეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ – პოლიტიკური მომავალი არ აქვთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს