ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „მარსელი“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ორი რეალური მომენტი შექმნეს, რომლებიც დემბელემ ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა“ უფრო აქტიურად შეუტია, ნევეშის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს მეკარე დე ლანგე დაეუფლა. მერე დემბელემ ხვიჩას გადაცემა გაუკეთა, რომლის ქუსლით ეფექტურად დარტყმული მიზანს ასცდა. ნევეშმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველი 59-ე წუთზე ტორესით შეცვალა და მან „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. მალე გომესმა ანგარიში გაათანაბრა, მარკინიოსმა კი პსჟ წინ გაიყვანა. „ოლიმპიკის“ ნახევარმცველმა ვეამ 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მისმა გუნდმა ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.
პსჟ 8 ქულით მე-6 ადგილზეა და 10 ოქტომბერს „ლე მანს“ უმასპინძლებს.
მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი – პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ტორესი (66), 1:1 გომესი (72), 1:2 მარკინიოსი (74)
გაძევება: ვეა (77, მარსელი)
