არქივი26 სექტემბერი, 2026, 01:20
იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
ერთა ლიგის А დივიზიონის პირველ ტურში იტალია საკუთარ მოედანზე ბელგიასთან 0:2 დამარცხდა.
„სკუადრა აძურას“ ვერც მწვრთნელის გამოცვლამ უშველა, რომელსაც ისევ მანჩინი ჩაუდგა სათავეში. პირველ ტაიმში სტუმრები პსჟ-ს გარემარბმა გოდსტმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი დონარუმას „ბენფიკას“ ნახევარმცველმა ლუკებაკიომ გაუტანა.
პირველ ჯგუფში 28 სექტემბერს იტალია სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდება, ბელგია კი საფრანგეთს უმასპინძლებს.
რომი. „ოლიმპიკო“
იტალია - ბელგია 0:2
გოლები: 0:1 გოდტსი (20), 0:2 ლუკებაკიო (69)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.