წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო – “რაიო ვალეკანომ” “ესპანიოლს” მოუგო

ლა ლიგის მეექვსე ტურში „რაიო ვალეკანომ“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბენიატ სან ხოსემ ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა  გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში და ის მარცხენა გარემარბის პოზიციიდან ამწვავებდა თამაშს. დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ, 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ წიტაიშვილმა ორჯერ დაარტყა საჯარიმოს გარედან და ორივეჯერ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.
შესვენების მერე სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიში შეამცირეს. 67-ე წუთზე გიორგი საჯარიმოში შეიჭრა, მცველს კლემენს რიდელს შეეჯახა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. თან ქართველმა მარჯვენა მხარი იტკინა და 76-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში კი არ შეიცვალა და „რაიო ვალეკანომ“ გაიმარჯვა.
წიტაიშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.8, Sofascore 6.4, Whoscored 6.2.
„რაიო ვალეკანო“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მე-12 ადგილზეა და 19 სექტემბერს პამპლონაში „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.
მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“
რაიო ვალეკანო – ესპანიოლი 2:1
გოლები: 1:0 გარსია (3), 2:0 პედროსა (26), 2:1 ფერნანდესი (54)