კახა ჯაფარიძე: რა მშვენიერი კადრია (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
რა მშვენიერი კადრია.
როგორც ჩანს, პროპაგანდას ახალი მესიჯი აქვს გადმოგდებული; „მე არც რუსეთი მიყვარს
და არც უკრაინა“. ანუ, ამ ორ ქვეყანას ერთ სიბრტყეზე აყენებენ ვითომ, უკრაინაც ხომ ურტყამს რუსეთს და რუსეთი რატომ არ უნდა ურტყამდესო.
ეს ყოვლად უსუსური მესიჯბოქსია, რომლის გაბათილებაც ძალიან მარტივად შეიძლება იმით, რომ ომის ინიციატორი და დამწყები სწორედ რუსეთია. რუსეთი შეიჭრა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თვითგამორკვეულ ქვეყანაში.
უკრაინას და მათ შორის ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს ტერიტორია და ჰყავს ერი, აქვს აბსოლუტური უფლება, აირჩიოს ის გზა, რასაც საზოგადოება თავად გადაწყვეტს.
გარდა ამისა, რუსეთის და უკრაინის ერთ სიბრტყეზე დაყენება პოლიტიკური სიბეცეა, რადგან ამით პირდაპირ უგულებელყოფ ჩვენს ისტორიას. მაგალითად იმ ფაქტს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ) ერთ-ერთმა პირველმა
სწორედ უკრაინამ აღიარა; იმას, რომ როცა ჩვენ აფხაზეთში რუსებს ვეომებოდით, უკრაინელი ბიჭები ჩამოვიდნენ, ქართველებს ეხმარებოდნენ და ჩვენი მიწისთვის სისხლი დაღვარეს. უკრაინულმა ვერტმფრენებმა გამოიყვანეს ჩვენი დევნილები სვანეთის
უღელტეხილიდან.
უკრაინა ყოველთვის ედგა საქართველოს გვერდში და ისტორიულად ჩვენი ნამდვილი მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად როცა ამბობ „არც ერთი მაინტერესებს და არც მეორეო“, სინამდვილეში ამით ზუსტად რუსეთის, ანუ ოკუპანტის საქმეს აკეთებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება