არქივი8 მაისი, 2026, 15:49
კახა ჯაფარიძე: მოვა დრო და დაგახრჩობთ თქვენივე უღირსობა

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
კარგად მინდა დაიმახსოვროთ ეს სახეები და ეს სულით გაყიდული ხალხი.
ეს ის კატეგორიაა, მთავრობის და მისი პარტიული წარმომადგენლების გულის მოსაგებად
რომ საკუთარ ცოლ-შვილს გაყიდიან და სინდისს აბაზად დაახურდავებენ. ეს ხალხი აუცილებლად უნდა დარჩეს ისტორიაში, როგორც ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. ამათი სახით უღირსობის სტანდარტი უნდა შეიქმნას.
პოლიტპატიმრების გამწარებული ოჯახის წევრები ჩავიდნენ ხელვაჩაურში, რომ ადგილობრივებთან მიეტანათ თავიანთი გასაჭირი, რომ მათი შვილები უსამართლოდ არიან ციხეში. ოცნებამ კი მშობლებს მოქმედი ადგილობრივი საჯარო მოხელეები (ხალხი, ვისი ხელფასიც ჩვენი ბიუჯეტიდან იხდება), დააპირისპირა და შეურაცხყოფა მიაყენეს ამ გაუბედურებულ ოჯახებს.
მოიცა, მოვა დრო და დაგახრჩობთ თქვენივე უღირსობა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.