სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
გავიხსენოთ რას კადრულობდნენ და რას ამბობდნენ სულ რაღაც გუშინ უკრაინასა და მის ხელისუფლებაზე კობახიძე და „ოცნების“ სხვა სპიკერები. უფრო სწორად, ნივთებს თავისი სახელი დავარქვათ და რასაც ბიძინა ივანიშვილი კობახიძის პირით აჟღერებდა და დღესაც ზუსტად იმავეს ფიქრობს.
ახლა, როცა პოლიტიკური ქულების დაწერა დასჭირდათ, როგორც სჩვევიათ ჩართეს პიარი და კამერების წინ ზელენსკისთან ერთად პოზიორობენ. ფუფ რა სახე დაკარგული ხალხია. შემდეგ ამ ფარისევლობას ტვ იმედი ლამაზად გვიფუთავს და დიპლომატიურ გამარჯვებად ყიდის.
თუმცა ივანიშვილის რუპორებისგან აღარაფერია გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია ქართველი ხალხის იმ ნაწილისგან ვინც დღესაც მხარს უჭერს ამ ძალას. ელემენტარული ლოგიკური ჯაჭვი ხომ შეიძლება ააწყოთ და მიხვდეთ, რა უღირს და უპრინციპო ძალასთან გაქვთ საქმე.
როგორ შეიძლება, ერთი წელი ტელევიზორში გავალდებულებდნენ ზელენსკის გინებას და
გეუბნებოდნენ, რომ ქვეყნის დამანგრეველი აგენტია, მეორე დღეს იმავე კაცთან ხელის ჩამორთმევას გაპრავებდნენ, და შენ ამ ყველაფერს უსიტყვოდ ჭამდე. სად
არის აქ თავმოყვარეობა.
ის ხალხი, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ეყო უნარი, ეს ელემენტარული სიყალბე გაეაზრებინა, ვინც აგრძელებს ჩვეულ რიტმში
ცხოვრებას ლოგიკა საერთოდ არ გააჩნიათ.
და ასეთ საზოგადოებას რაღა უნდა მოვთხოვოთ?




