ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციაზე: ამ ადამიანებს არაფერი აღარ დარჩათ და ასე ცდილობენ ყურადღების მიქცევას – საარჩევნო შტაბთან ილანძღებიან

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი შედეგი მსგავს მცდელობებს არ მოაქვს, ლანძღვა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა კი დემოკრატიასთან შესაბამისობაში არ მოდის.
„არ მივესალმები ამ ტიპის პერფორმანსებს, რომ ერთმანეთს ხელი შევუშალოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ საარჩევნო კამპანიის დროს, არ ჯდება დემოკრატიაში. რა საჭიროა შეურაცხყოფის მიყენება? მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? ასე თვითონ დაზიანდებიან. ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი ადამიანები არიან. მაიკლ ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს. არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.