კახა კალაძე – ერთი ადამიანი მაჩვენეთ, რომელია ქალი? ქალები არ არიან, რაღაც სხვა ჯიშია – რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან?

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან ქალები კი არ დაშავდნენ, არამედ ისინი „რაღაც სხვა ჯიშია“.
მან ჟურნალისტებს აჩვენა ვიდეო, სადაც კახა კალაძის განმარტებით, „ჩანს, როგორ ძალადობენ აქციის მონაწილეები“.
„ეს არის მომენტი, როდესაც 30 „აკაცუკი“ საარჩევნო შტაბთან მივიდა. რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან? პასუხი მაინტერესებს, ეს რას ნიშნავს? ქალი არ არის აქ, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია. ერთი ადამიანი მაჩვენეთ, რომელია ქალი? პასუხი გამეცით ამ ყველაფერზე. თქვენც ჩვეულებრივი „აკაცუკები“ ხართ, არაფრით განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბს მიუვარდნენ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად აშუქებთ სიბინძურეს, აღვივებთ საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობა გაქვთ. აი, ეს ხართ თქვენ. არაფრით განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, ვინც გუშინ სარჩევნო შტაბს თავს დაესხა“, -განუცხადა კალაძემ ჟურნალისტს.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო შტაბთან მივარდნა და ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
„მოძალადეები მივიდნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან, იქ მყოფ ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესროდნენ რაღაცებს. კახა კალაძის საარჩევნო შტაბი არ მისულა რუსთაველზე და არ დაურბევია ან შეურაცხყოფა მიუყენებია არცერთი პროტესტანტისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა