საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაზე – მიზანმიმართული პროვოკაციაა, 30 „აკაცუკი“ და მათი ჩხავილი არავის აინტერესებს – ჩვენ არავის ვესხმით თავს, იმედია, ევროკავშირის ელჩი დაგვდებს პატივს და შეფასებას გააკეთებს

ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი,-ასე შეაფასა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.
კახა კალაძის თქმით, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო გააკეთებს შესაბამის შეფასებას მომხდართან დაკავშირებით.
„ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის, პირველი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მოყენება, გინება და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი. ჩვენ არავის ვუვარდებით, არავის ვესხმით თავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. უბრალოდ, წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდეს მუშაობაში და აყენებდეს შეურაცხყოფას. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. შესაბამისად, როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავის მიზანი. მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა