არქივი25 აგვისტო, 2024, 04:21
"კარგი იდეაა" - ალისონმა მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
"ლივერპულის" მეკარემ, ალისონმა განაცხადა, რომ ჯერ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს, კონტრაქტის ბოლომდე (მინიმუმ ორი წელი) არსად არ წავა და მისი პოტენციური კონკურენტის, გიორგი მამარდაშვილის მერსისაიდულ კლუბში ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.
"კლუბმა მამარდაშვილის თაობაზე მითხრა. ვფიქრობ, კარგი იდეაა. ამის შესახებ იქამდე შევიტყვე, ვიდრე ინფორმაციები სოციალურ ქსელებში გავრცელდებოდა. ჩემთვის ეს პოზიტიური ნიშანია - კლუბისთვის უმნიშვნელო არ არის, რასაც მე ვფიქრობ", - ციტირებს ალისონს ჟურნალისტი პოლ ჯოისი.
მომზადებულია euro-football-ის მიხედვით
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.