ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლივერპული“ და „ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ - ესპანური კლუბი 35 მილიონ ევროს მიიღებს

„ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთნხმება შედგა – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით „ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება შედგა. მხარეებს გასარკვევი დარჩათ მხოლოდ მცირედი დეტალები თანხის გადახდის პირობებთან დაკავშირებით. „ვალენსია“ ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, ამას გარდა, ესპანურ კლუბს ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 10% ერგება.
შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით „ვალენსიაში“ გაატარებს, „ლივერპულს“ კი 2025 წლიდან შეუერთება“.

1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.