ცნობილია, რა თანხას მიიღებს “დინამო თბილისი” მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერით
“დინამო თბილისი” გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერით 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
Geo team-ის ცნობით, “ვალენსიამ” 2021 წელს ქართველი მეკარე “დინამო თბილისისგან” 800,000 ევროდ იყიდა და შემდეგი ტრანსფერის 10% ყოფილ გუნდს დაუტოვა.
“ლივერპული” “ვალენსიას” 35 მილიონ ევროს გადაუხდის და ესპანელები 3.5 მილიონ ევროს “დინამო თბილისს” ჩაურიცხავენ.
როგორც ცნობილია, გიორგი მამარდაშვილი უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება „ლივერპულის“ ფეხბურთელი – ქართველმა მეკარემ ინგლისურ გრანდში დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლის შესახებაც ინფორმაცია და ფოტოები ესპანურ მედიაში გავრცელდა.
მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებაზე თავის მენეჯერთან, ლევან სეთურიძესთან და „ლივერპულის“ წარმომადგენელებთან ერთად იმყოფებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.