ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო.
კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ III-ს, ასევე მის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს.
პრემიერ-მინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეწვევა.
შეგახსენებთ, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს. მან „ლიბერალური პარტიის“ ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა. ხმის მიცემის პროცესში პარტიის 152 000-მდე წევრი მონაწილეობდა.
ჯასტინ ტრიუდომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ბოლო ათწლეულების განმავლობაში „ლიბერალური პარტიის“ ყველაზე დაბალი რეიტინგი გახდა. ტრიუდომ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დაიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.