არქივი14 მარტი, 2025, 21:36
კანადის ახალი პრემიერ–მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადის ახალი პრემიერმინისტრი მარკ კარნი გახდა. კარნიმ ფიცი ტრადიციულად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. პრემიერმინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით თავდაპირველად დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს ეწვევა.
მანამდე კარნი, კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იყო, ასევე ინგლისის ბანკს ხელმძღვანელობდა. პროფესიით ის ეკონომისტია.
შეგახსენებთ, მარკ კარნი კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.