კანადის ახალი პრემიერ–მინისტრი მარკ კარნი გახდება

კანადის ახალი პრემიერ–მინისტრი მარკ კარნი გახდება
კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.
კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა, მარკ კარნიმ ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კარნიმ თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი.
კარნიმ პირობა დადო, რომ ტრამპთან სავაჭრო ომს მოიგებს.
„ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს“, – განაცხადა კარნიმ.
კარნი პრემიერ-მინისტრის ფიცს დადებს უახლოეს დღეებში, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ. ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა იანვარში დაიწყო მას შემდეგ, რაც თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ჯასტინ ტრუდომ თანამდებობა დატოვა.
1tv.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.