ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საგარეო უწყება - კანადის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება არაგონივრული ნაბიჯია

კანადის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება არაგონივრული ნაბიჯია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.
„კანადის ქმედებას რევოლუციური გვარდიის ლეგიტიმურ და შემაკავებელ ძალაზე არანაირი გავლენა არ ექნება. ეს არაგონივრული და არატრადიციული პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია“, - განაცხადა ნასერ ქანაანმა.
ქანაანმა აღნიშნა, რომ ირანი კანადის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაგირების უფლებას იტოვებს.
შეგახსენებთ, ოტავამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ირანში მყოფ კანადის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.