არქივი24 ივლისი 2026, 00:08
კაია კალასი: შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - პუტინს იქ ვურტყამთ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა

შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - ის მოიცავს ფართომასშტაბურ ზომებს მოსკოვის საფინანსო სისტემის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგოსექტორის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ასაზრდოებს, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა.
„პუტინს იქ ვურტყამთ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა. ვუჭრით იმ ფინანსურ სასიცოცხლო წყაროებს, რომლებითაც ომს აფინანსებს.
სანქციების პროცესი ამით არ სრულდება - ჩვენ უკვე ვმუშაობთ შემდგომ ნაბიჯებზე. ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ახალ ესკალაციაზე რეაგირებისთვის“, - დასძინა მან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.