პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კათოლიკეები სავარდის ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

კათოლიკეები სავარდის ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სავარდის ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს.
მათივე ცნობით, კათოლიკეები დღეს რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღეს ზეიმობენ.
„სავარდის დღესასწაულის დაწესება ლეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის, რომელიც საღვთო ლიგის გამარჯვებით დასრულდა. გადმოცემის თანახმად, პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ 7 ოქტომბერი სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.