პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ

იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს სუქოთს ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 7-13 ოქტომბერს იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ.
„სუქოთი, ანუ „კარვობა“ ებრაული კალენდრის ერთ–ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ კარავში იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ამასთანავე, სუქოთი მოსავლის აღებისა და დაბინავების დღესასწაულიცაა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.