არქივი5 ოქტომბერი, 2025, 11:40
პროტესტანტები მადლიერების დღეს აღნიშნავენ

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დღეს მადლიერების დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ამ დღეს მორწმუნეები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო. დღესასწაულს მორწმუნეები შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას მადლიერების დღეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.