ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” რეგისტრაციისთვის ნებაყოფლობით 469 ააიპ-მა მიმართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” რეგისტრაციისთვის ნებაყოფლობით 469 ააიპ-მა მიმართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციისთვის განცხადებით ნებაყოფლობით 469 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა მიმართა.
„ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 ააიპ-ს. ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის“, - განაცხადა მან „იმედის“ ეთერში.
ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დღეს სრულდება ნებაყოფლობით მიმართვის ვადა და ორგანიზაციებს შეეძლებათ, მომდევნო დღეებშიც მიმართონ, თუმცა მათ მიმართ უკვე ვადის დარღვევის გამო, სხვა რეჟიმი ამოქმედდება, რაც გარკვეულ ჯარიმასაც გამოიწვევს.
„ვახსენეთ, რომ დღეს სრულდება ვადა. არ მინდა, ეს იყო იმგვარად გაგებული, რომ საერთოდ სრულდება მომართვის ვადა, სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა ეს რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობითი მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ - იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის შემთხვევაში“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.