ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"იუნაიტედი" გრინვუდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს

"მანჩესტერ იუნაიტედი" მეისონ გრინვუდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მანკუნიანელებს" ახალგაზრდა ინგლისელი შემტევის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვთ.
გრინვუდის დამატებით ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა "ბიანკონერი" გასულ სეზონში "ხეტაფეს" ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას.
გასულ სეზონში გრინვუდმა ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.