ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის ზომებისთვის 240 მილიონი ევროს გამოუყოფენ.
„ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის აქტივობებისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს. გერმანიამ დღეს დაადასტურა, რომ დააფინანსებს Patriot-ის სისტემის ხელახალ შესყიდვას ნორვეგიასთან, დანიათან და ნიდერლანდებთან ერთად, რათა Patriot-ის 100 რაკეტა სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში. ნორვეგია ამ თანამშრომლობისთვის 125 მილიონ ევროს გამოყოფს“, - აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგასენებთ, გუშინ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის კიდევ 68 რაკეტას გადასცემენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.