იტალიური მედია: “ირმას ტალანტი”

არტურო ბენედიტი მიქელანჯელის ფესტივალი -იტალია, ამონარიდი ვრცელი სტატიიდან – “ირმას ტალანტი” (წერს ერთ-ერთი იტალიური გამოცემა) “რაველს მოჰყვა ბეთჰოვენის შედევრი, (II განყოფილება) ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ასევე ოსტატის სონატებიდან ბოლოსწინა, Opus 110 სონატა, რომელიც ბოლო სონატასთან, Op. 111-ე ერთად ტიტანის ანდერძად ითვლება. პიანისტმა ეს ნაწარმოები საღამოს ბოლოს განგებ განათავსა და მისთვის მნიშვნელოვანი იყო ბაროკოსა ( I განყოფილება სკარლატი/რამო) და კლასიკური პერიოდის კომპოზიციური სტილების ეს სამაგალითო სინთეზი მხატვრული ინტენსივობით ხელახლა შეექმნა. ეს იყო საოცარი ინტერპრეტაცია: უნაკლო პირველი ორი ნაწილის შემდეგ, სულისშემძვრელი დასკვნითი ნაწილი ბრწყინვალე, მანათობელი ფუგით, რომელმაც არიოზოს ტრიუმფალური რეკაპიტულაციით კულმინაციას მიაღწია.
იშვიათად თუ განიცდიდით ისეთ ენთუზიაზმს და ემოციურ ჩართულობას, როგორიც იმ საღამოს მაყურებელმა გამოხატა ქართველი არტისტის მიმართ; ანტრაქტამდეც კი არაერთხელ გამოიძახეს სცენაზე აპლოდისმენტებით, ირმა გიგანს საბოლოოდ კონცერტის ბოლოს თბილი ხანგრძლივი აპლოდისმენტების ტალღებით მადლობა გადაუხადეს. მან კი თავად გამოხატა მადლიერება შოპენის „მაზურკა“ Op. 17/4-ით. https://www.apemusicale.it/…/16641-san-bernardo-di…

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“