ზაალ ანჯაფარიძე: მეოთხე დღე გავიდა, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია – ევროპული მედია დუმს

მეოთხე დღე გავიდა – რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია. ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს – არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროპული მედია დუმს, რაც არის ევროპისა და ევროპული ღირებულებების დეგრადაცია, განულება და ძალადობის დაკანონება. მისივე შეფასებით, ეს დუმილი არის სრული კატასტროფა და როდესაც მედია დუმს, ეს ყველაზე დიდი განაცხადია – რომ მსგავსი გაუგონარი მეთოდებით ადამიანთა დარბევა ნორმაა. „მეოთხე დღე გავიდა – რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია.
ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს – არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე. რეალურად სწორედ ეს არის ევროპისა და ევროპული ღირებულებების დეგრადაცია, განულება და ძალადობის დაკანონება. ეს არის სრული კატასტროფა – როდესაც მსგავსი რამ ნორმად იქცევა, ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველები და მედია სდუმს, ეს დუმილი კი ყველაზე დიდი განაცხადია – რომ მსგავსი გაუგონარი მეთოდებით ადამიანთა დარბევა ნორმაა!“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა