ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს.
ქართველმა ტაეკვონდოისტმა მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.