ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა

ბუდაპეშტში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა!
მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ასპარეზობა T64-დან დაიწყო, გამოტოვა ჯგუფური ეტაპი, T256 და T128, რადგან ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის ათეულში იმყოფება. ამის შემდეგ, 3 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, ამ ეტაპზე გერმანელ მატიას სზაბოს დაუპირისპირდა,თუმცა ბრძოლა 15:12 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირში, 270 სპორტსმენი ასპარეზობდა.
30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.