ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი ავტომრბოლელები „NASCAR“-ის ევროპის სერიებში „Marko Stipp Motorsport“-ის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებენ

ქართველი ავტომრბოლელები „NASCAR“-ის ევროპის სერიებში „Marko Stipp Motorsport“-ის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებენ

ისტორიაში პირველად ქართველი ავტომრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე 2025 წლის „NASCAR“-ის ევროპულ სერიებში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მრბოლელები „Marko Stipp Motorsport“-ის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებენ.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასა და „Marko Stipp Motorsport“-ს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ქართველი მრბოლელები „EuroNASCAR“-ში #48 Chevrolet Camaro-თი მიიღებენ მონაწილეობას. დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში იასპარეზებს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში.
„EuroNASCAR“-ის ფარგლებში შვიდი გრანპრი გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ქართველი ავტომრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.