ისტორიაში პირველად, ქალმა მწვრთნელმა გერმანიის ბუნდესლიგის გუნდს უხელმძღვანელა

გერმანელი მწვრთნელი, მარი-ლუიზე ეტა გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელიც გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში, ბუნდესლიგაში, კაცთა გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში გაუძღვა.
32 წლის ეტა აქამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, თუმცა დროებით ჩაანაცვლა „უნიონ ბერლინის“ მთავარი მწვრთნელი ნენად ბელიჩა, რომელიც სამი მატჩით არის დიკსვალიფიცირებული.
ეტას ხელმძღვანელობით „უნიონ ბერლინმა“ „დარმშტადტის“ წინააღმდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას ხუთი ქულით გაუსწრო.
ეტამ, რომელიც თავად იყო პროფესიონალური ფეხბურთელი, კარიერა 2018 წელს დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ფეხბურთში კაცები აქტიურად მონაწილეობენ, – მაგალითად, არაერთი გუნდის მწვრთნელი კაცია, – ქალები კაცთა ფეხბურთში თითქმის არ არიან წარმოდგენილნი არც მწვრთნელების, და არც მსაჯების რანგში.
გარეკანის ფოტო: © EPA-EFE/HANNIBAL HANSCHKE

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა