ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"უნიონის" მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობისას სანეს ხელი გაარტყა - "ბაიერნის" ბუნდესლიგური გადადებული შეხვედრა სკანდალურად დასრულდა [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის გადადებულ შეხვედრაში "ბაიერნმა" "უნიონს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური ეპიზოდი კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. მიუნხენელთა შემტევი ლეროი სანე ბერლინელთა მთავარი მწვრთნელიდან ნენად ბიელიცადან ბურთის გამორთმევასა და მატჩის სწრაფად განახლებას აპირებდა, თუმცა სტუმართა ხორვატმა დამრიგებელმა მას ბურთი დროულად არ მიაწოდა, რამაც გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია.
სანემ ცადა, რომ ბიელიცასთვის ბურთი წაერთმია, რის შემდეგაც ხორვატმა მას სახეში ხელი გაარტყა. "უნიონის" მწვრთნელი გააძევეს და შესაძლოა, მას სასჯელი უფრო დაუმძიმდეს, თავად ლეროიმ კი ყვითელი ბარათი მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.