Facebook-ის მფლობელი კომპანია თავის ისტორიაში პირველად გადაიხდის დივიდენდებს

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Meta Platforms-მა განაცხადა, რომ პირველად გადაიხდის კვარტალურ დივიდენდებს. ანაზღაურება იქნება 50 ცენტი თითო აქციაზე. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
აქციონერები დივიდენდებს 26 მარტს მიიღებენ. დირექტორთა საბჭო აპირებს დივიდენდების გადახდას კვარტალურად, „ბაზრის პირობებიდან გამომდინარე“. ახლა Meta-ს კონკურენტები – Apple, Microsoft – რეგულარულად იხდიან დივიდენდებს.
„დივიდენდის შემოღება უბრალოდ გვაძლევს კაპიტალის დაბრუნების უფრო დაბალანსებულ პროგრამას და გარკვეულ დამატებით მოქნილობას, თუ როგორ დავაბრუნოთ კაპიტალი მომავალში“, – განაცხადა Meta-ს ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა სიუზან ლიმ.
ამ ფონზე, ტექნოლოგიური გიგანტის აქციები NASDAQ-ის პოსტ-მარკეტზე 15,22%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 454,85 დოლარს მიაღწია.
Bloomberg-ის შეფასებით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ფლობს დაახლოებით 350 მილიონ აქციას, ის მიიღებს დაახლოებით 175 მილიონ დოლარს ყოველ კვარტალში გადასახადების წინ. შედეგად ის წელიწადში 700 მილიონი დოლარის დივიდენდს მიიღებს.
გარდა ამისა, Meta-მ გამოაცხადა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გაფართოებული პროგრამა.
Meta-ს ანგარიშის თანახმად კომპანიას წარმატებული შედეგები ჰქონდა მეოთხე კვარტლისა და 2023 წლის სრული წლისთვის.

ბოლო კვარტლის შედეგების მიხედვით: შემოსავალი გაიზარდა 25%-ით და 40,11 მილიარდ დოლარს მიაღწია, ანალიტიკოსები 39,02 მილიარდ დოლარს ელოდნენ. Meta ელოდება, რომ ეს მაჩვენებელი 2024 წლის პირველ კვარტალში იქნება 34,5-37 მილიარდი. Bloomberg-ის თანახმად, ანალიტიკოსები 33,6 მილიარდ დოლარს პროგნოზირებენ.

წმინდა შემოსავალი სამჯერ გაიზარდა 14,02 მილიარდ დოლარამდე, ანუ 5,33 აშშ დოლარამდე აქციაზე, 2022 წლის იმავე პერიოდში არსებული 4,65 მილიარდი დოლარიდან (1,76 აშშ დოლარით თითო აქციაზე).
კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის Facebook ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ (DAU) 2023 წლის ბოლოს შეადგინა 2,11 მილიარდი ადამიანი, რაც 6%-ით ზრდაა წელიწადში. ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელთა რიცხვი 3%-ით გაიზარდა და 3,07 მილიარდს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ