ისრელში საქართველოს საელჩო – ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას – მოხსნილია ყველა შეზღუდვა ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობის მიერ გაცემული თანხმობის შედეგად, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს:
ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას!
მოხსნილია ყველა შეზღუდვა ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე;
“შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზე ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება.საზოგადოებას ვურჩევთ, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად”, – აღინიშნება ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია