ისრაელში საქართველოს საელჩო – დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი, ინციდენტის შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა

დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა, – ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.
„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/
https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7: +972 3 609 3206. israel.mfa.gov.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)