ისრაელში საქართველოს საელჩო, ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს.
„ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობის მიერ გაცემული თანხმობის შედეგად, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს:
ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას!
მოხსნილია ყველა შეზღუდვა ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე
შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზე ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება.
საზოგადოებას ვურჩევთ, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან