მედია – ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ირანის ჩრდილო-დასავლეთით ისრაელის მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, – CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია რეგიონულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
სახელმწიფო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, გილანის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა და ოთხი საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
ამასთან, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.
ირანის Press TV იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო იერიშის დასრულების შემდეგ შევიდა ძალაში.
შეგახსენებთ, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ექვსი ტალღა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმრავლესობა მოიგერია, თუმცა ერთი მათგანი ბეერ-შებაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც