ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა „ჰამასის“ 230-მდე ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საჰაერო დარტყმები „ჰამასის“ 230-მდე ობიექტზე განახორციელა და რომ ჩრდილოეთ ღაზაში მძიმე ბრძოლა გრძელდება.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ქალაქ ჯაბალიაში, სკოლაში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეფარებული, 551-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა „ჰამასის“ კუთვნილი იარაღი აღმოაჩინეს.
ამასთან, ისრაელის ავიაციამ შათის ბანაკში მყოფ „ჰამასის“ წევრებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, წუხელ დარტყმები განახორციელეს სამხედრო-საზღვაო ძალებმაც. კერძოდ, მათ დაარტყეს გემებს, რომლებსაც „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალები იყენებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.