ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა „ჰამასის“ 230-მდე ობიექტს დაარტყა, მძიმე ბრძოლები გაგრძელდა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მან განახორციელა საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორში „ჰამასის“ დაახლოებით 230 სამიზნეზე გასული დღის განმავლობაში და მძიმე ბრძოლები გაგრძელდა ჩრდილოეთ ღაზაში.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ქალაქ ჯაბალიაში, სკოლაში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეფარებული, 551-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა „ჰამასის“ კუთვნილი იარაღი აღმოაჩინეს.

ასევე, ისრაელის ავიაციამ შათის ბანაკში მყოფ „ჰამასის“ წევრებზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები განახორციელეს სამხედრო-საზღვაო ძალებმაც. კერძოდ, მათ დაარტყეს გემებს, რომლებსაც „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალები იყენებდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.