ისრაელმა “ჰამასის” დიდი გვირაბი გაანადგურა – შტატები მზადაა გაერო-ს უშიშროების ღაზის სექტორის რეზოლუციას კენჭი უყაროს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის ძალებმა ჩრდილოეთით ქალაქ ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ “ჰამასის” დიდი გვირაბი გაანადგურა. მოედანი, ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც”ჰამასის” უმაღლესი თანამდებობის პირები ცხოვრობდნენ.
ახალი ზავის მიღწევის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად
“ჰამასი” მძევლების გათავისუფლების პერსპექტივას ომის დასრულებამდე უარყოფს.
ისრაელი კი თავის მხრივ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე აცხადებს უარს. ეროვნული უშიშროების მინისტრის თქმით, ომის დასრულება “ჰამასის” განადგურებამდე მარცხი იქნება.
რამდენიმე დღის დაგვიანებით, შეერთებული შტატები მზადაა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე კენჭი უყაროს ღაზის სექტორის რეზოლუციას. კენჭისყრა სავარაუდოდ დღეს იქნება.
საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიოს სურსათის პროგრამა” იუწყება, რომ თუ კონფლიქტი არ დასრულდება ღაზის სექტორს მომდევნო 6 თვის განმავლობაში შიმშილობა ემუქრება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი, ჩრდილოეთ ღაზა საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი, პრობლემაა პერსონალი, საწვავისა და სხვა მარაგების ნაკლებობაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული