ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი დააკავა

ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი მუჰამედ აბუ სალმია დააკავა. პარალელურად, ალ-შიფას საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არიან - მედიის ცნობით, კლინიკა ისრაელის სახმელეთო შეტევის მთავარი სამიზნე იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ჯანდაცვის სააგენტო მას "სიკვდილის ზონას" უწოდებენ.
მედია წერს, რომ ისრაელის დაბომბვის შედეგად კვირის განმავლობაში 200-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი და პაციენტი დაიღუპა.
ისრაელის არმიამ ღაზის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების ევაკუაციის ბრძანება 18 ნოემბერს გასცა, თუმცა ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე ყველა პაციენტის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.