არქივი23 ნოემბერი, 2023, 09:28
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი, საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით, ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და რამდენიმე სხვა თანამშრომელი ისრაელის თავდაცვის ძალებმა დააკავა.
„ექიმი მოჰამედ აბუ სალმია, რამდენიმე სხვა ექიმთან ერთად, დააკავეს“, - აცხადებს საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ხალიდ აბუ სამრა.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.