ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ გვირაბი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ დიდი გვირაბი გაანადგურეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში გვირაბების შიგნით სკანირება განახორციელეს და ინფორმაცია მიიღეს. გვირაბის განადგურება განხორციელდა Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფისა და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მიერ.
პალესტინის მოედანი ღაზას ქალაქის რიმალის უბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც ცხოვრობდნენ „ჰამასის“ უმაღლესი თანამდებობის პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.